Friday, November 21, 2014

მეცხრე დღე

პროექტის მე-9 დღე საინტერესო იყო. წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, მოსაზრებები.
დიდი მადლობა თამუნას საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგებისთვის.

Wednesday, November 19, 2014

მერვე დღე

დღეს ჩემ მიერ შექმნილ ყველა დოკუმენტს ერთად მოვუყარე თავი, გადავანაწილე შესაბამის საქაღლდეებში და ავტვირთე ელექტრონულ სივრცეში. გავავლე ბმული დოკუმენტებს შორის.ნაყოფიერი და საინტერესო იყო დღევანდელი დღე. 

Sunday, November 16, 2014

მეშვიდე დღე

დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაწავლის სავარაუდო ნაშრომები და რუბრიკები.ვფიქრობ რომ პრაქტიკულად შევძლებ დღეს შესწავლილი მასალის გამოყენებას.

Saturday, November 15, 2014

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გავეცანი თუ როგორ უნდა გამოვიყენო შეფასების რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები 21- ე საუკუნის უნარჩვევების განვითარებისთვის.ამასთნ ერთად  შევისწავლე ბლოგზე გაჯეტებისა და გვერდების დამატება და ა. შ.

Saturday, November 8, 2014

მეოთხე დღე

გავეცანი სასწავლო პროექტების დაგეგმვას სტანდარტების გათვალისწინებით.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის ჩართულობას პროექტში.
ამავე დროს შევისწავლე გამოკითხვის  ფორმატის გამოყენება.
ბევრი რამ გავიგე და ბევრიც გავიხსენე.ამისთვის დიდი მადლობა თამუნა რუაძეს.